Friday, October 17, 2008

"ბეღურები"

1. პროექტის სახელი: ბეღურები
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია, მიუსაფართა (ცხოველები, ბავშვები, მოხუცები) პრობლემების დანახვა, გათავისება და გადაჭრის გზების ძიება.
3. პროექტის ვრცელი აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს, ბავშვების მიერ მიუსაფართა (ცხოველები, ბავშვები, მოხუცები) პრობლემების დანახვას და გათავისებას, მათ გამოსწორებაზე ზრუნვასა და გადაჭრის გზების ძიებას.
პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტაპზე მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკისა და ისტ ტექნოლოგიების მეშვეობით.
მეორე ეტაპზე ბავშვები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და მოძიებულ ინფორმაციას (თავისუფალი თემები, ნახატები, ფოტომასალა).
მესამე ეტაპზე პრობლემების გადასაჭრელად ბავშვები:
ა) იღებენ ინტერვიუებს.
ბ) ეწყობა ფილმების ჩვენება.
გ) ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას (პრობლემა, გამომწვევი მიზეზები, გადაჭრის გზები).
ბოლოს, ბავშვები ერთობლივად აწყობენ გამოფენებს, დადგმებს, ვიქტორინას და ქმნიან წიგნს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 6–17
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბრიდან 3/4 თვის განმავლობაში.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: აქტივობა "მაგიდა ბეღურებისთვის", აქტივობა "ბუდრუგანების დამზადება", დღიურები, ინტერვიუები, გამოფენა–გაყიდვა, ინტელექტუალური ვიქტორინა, ფეხბურთის მატჩი, შეჯიბრი სუფრის გაფორმებაში, აქტივობა "ორმხრივ ჩანაწერთა დღიური", აქტივობა "თევზი".
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენები, პრეზენტაციები, ბლოგი, ჩანახატები, დღიურები, წიგნი.

8. სარგებელი სხვებისათვის: მიუსაფარი ადამიანებისათვის დახმარების გაწევა და მდგომარეობის შემსუბუქება პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა, აკადემიური მიზნების კვალდაკვალ. პროექტის მონაწილე ფიქრობს იმ კონკრეტულ სიკეთეზე, რომელიც მან შეიძლება გაუკეთოს სამიზნე ჯგუფს, რითაც გააუმჯობესებს, შეუმსუბუქებს მათ ყოფასა და მდგომარეობას. პროექტის მონაწილე ორივე მხარე მიიღებს საინტერესო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილებას, მოხდება მათი დაახლოვება. პროექტის სამიზნე ჯგუფს პირველ რიგში გაუჩნდება ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, შემოქმედებითობაზე ორიენტირებული მოლოდინები (ნაცვლად პრიმიტიული, ძღვენის მიღების მოლოდინისა). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება საზოგადოებაში გავრცელებული დამოკიდებულებების ტრანსფორმაცია.

8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნება, ხელოვნება, მათემატიკა, შრომა, მუსიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
ქ. რუსთავის #2 საჯ. სკოლა.
ქ. თბილისის #16 საჯ. სკოლა.
ქ. თბილისის გიორგი ჭყონდიდელის სახ. 207–ე საჯ. სკოლა.
ქ. თბილისის #14 საჯ. სკოლა.
ქ. თბილისის #136 საჯ. სკოლა
ქ. თბილისის # 75 საჯ. სკოლა
ქ. გორის # 11 საჯ. სკოლა
ქ. თბილისის # 82 საჯ. სკოლა
ქ. გორის #3 საჯ. სკოლა
ქ. თბილისის # 117 საჯ. სკოლა
ვარკეთილის საჯარო სკოლა
ქ. ქუთაისის # 9 სკოლა
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ქეთი ფიცხელაური, ანი ბედენაშვილი, მაკა მახარობლიძე.
12. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: pitskhelauri.1g@gmail.com; bedenashvili.3g@gmail.com; makharoblidze.3b@gmail.com
13. თანაავტორთა ჯგუფი: ნინო მესხორაძე, თამარ კალხიტაშვილი, მაკა მახარობლიძე, ნათია აჯიბეგაშვილი, ნინო ლომიძე, ნინო გალდავაძე, ნინო ჩხიკვაძე.
14. პროექტის ფორუმი/დისკუსია: პროექტი "ბეღურები"
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.begurebi.blogspot.com/